ფალიაშვილის ქუჩაზე ორი კაცი დაჭრეს
- pia.ge
- 21 სექტემბერი 10:05, 2018 წელი
თვითმხილველების თქმით, შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
დაშავებულები ლადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც "პირველს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
და 236-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.