საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

  • 24 ივლისი 17:47, 2018 წელი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

„ქვეყანა აუღწერელ ტრაგედიას განიცდის“,-განაცხადა ციპრასმა ვიდეომიმართვაში.


ქალაქ რაფინის მერის ვანგელის ბურნუსის განცხადებით, საპორტო ქალაქში, რომელიც ხანძრის ეპიცენტრში აღმოჩნდა, 1200 საცხოვრებელი სახლია დამწვარი.


მისი თქმით, გამომდინარე იქიდან,რომ ქალაქიდან ხალხის ევაკუაცია ვერ ხერხდებოდა, ადამიანები კვამლით გაიგუდნენ.


ციპრასის თქმით, ხანძრის ჩაქრობაში 600-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული და 300-ზე მეტი ერთეული ტექნიკა.


საბერძნეთმა დახმარება ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვა, თურქეთმა საბერძნეთში სწრაფი რეაგირების ჯგუფი უკვე გაგზავნა.


ბოლო მონაცემით, საბერძნეთში ხანძრის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.