ათენში საქართველოს ის მოქალაქეა ნაპოვნი, რომელთანაც საელჩო დაკავშირებას ვერ ახერხებდა

  • 24 ივლისი 17:26, 2018 წელი

ათენში საქართველოს ის მოქალაქეა ნაპოვნი, რომელთანაც საელჩო დაკავშირებას ვერ ახერხებდა.

 

ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.


საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებებთან დაკავშირებული ყველა ინციდენტი ამოწურულია.


"გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქე რომელთანაც ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, საელჩოს მიერ მოძებნილიქნა და ამჟამად ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ ახლობლებთან იმყოფება. შესაბამისად გუშინ საღამოდან ამ მოპმენტამდე საელჩოს ცხელ ხაზზე შემოსულ ყველა შეტყობინებაზე, საელჩოს მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და ამ შეტყობინებებთან დაკავშირებული ყველა ინციდენტი ამოწურულია.


16 საათის მდგომარეობით საქართველოს საელჩოში ჩვენს დაზარალებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამატებითი შეტყობინება არ შემოსულა",-აღნიშნულია განცხადებაში.