ათენში საქართველოს საელჩო დაკარგული მოქალაქის ძებნას აგრძელებს - განცხადება

  • 24 ივლისი 16:05, 2018 წელი

ათენში საქართველოს საელჩო დაკარგული თანამემამულის ძებნას აგრძელებს.

ამის შესახებ ათენში საქართევლოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.


საელჩო აღნიშნავს, რომ დაკარგულთაგან ერთის მოძებნა მოხერხდა.


"საელჩომ შეძლო დაკარგულთაგან ერთ-ერთის მოძიება. ამჟამად ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ და ოჯახთან ერთად იმყოფება. საელჩომ, საბერძნეთის შს სამინისტროსთან ერთად აგრძელებს ჩვენი მოქალაქის ინტენსიურ ძებნას.


14 საათის მდგომარეობით საქართველოს საელჩოში, ჩვენს დაზარალებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამატებითი შეტყობინება არ შემოსულა.


საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ხანძრის შედეგად დაღუპულთა და ჰოსპიტალიზირებულთა იდენტიფიცირებაზე. დაღუპულთა და ჰოსპიტალიზირებულთა შესახებ ინფორმაციას მოპოვებისთანავე მოგაწვდით",-ნათქვამია განცხადებაში.