დავით ზალკალიანი საბერძნეთში მყოფ თანამემამულეებს მიმართავს

  • 24 ივლისი 15:47, 2018 წელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ათენში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა.

ზალკალიანი მოუწოდებს საბერძნეთში მყოფ თანამემაულეებს ადგილობრივი ხლეისუფლების რეკომენდაციები გაითვალისწინონ ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში კავშირში იყვნენ საქართველოს საელჩოსთან.


"შემძრა ინფორმციამ საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის თაობაზე, რომელსაც ამ დროის მონაცემებით ემსხვერპლა ათეულობით ადამიანი. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესების მიმდინარეობას, საქართველოს საელჩო საბერძნეთში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და დახმარებას უწევს საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელსუფლების რეკომენდაციები და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში კავშირში იყვნენ საქართველოს საელჩოსთან. თანადგომას ვუცხადებ მეგობარ საბერძნეთს სტიქიასა და მის შედეგებთან ბრძოლაში. თანაგრძნობას ვუცხადებ საბერძნეთის მთავრობას და მოსახლეობას დაღუპულთა და დაშავებულთა გამო",- განაცხადა დავით ზალკალიანმა.