საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
- 24 ივლისი 14:52, 2018 წელი
ათენში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა, ათობით დაშავებულია, ათობით დაკარგულია, წერს Reuters.
გამოცემის ინფორმაციით, ხანძარი კალამოსთან, კინეტსა და ნეოს ვუტზასში მძვინვარებს, ადგილობრივების ევაკუაცია ვერტმფრეენებით მიმდინარეობს.
BBC-ს ინფორმაციით კი, ხანძრის შედეგად 150 ადამიანი დაშავდა, მათგან 16 ბავშვია, 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ხანძრის შედეგად 680 სახლი მთლიანად დაიწვა.
ათენში საქართველოს საელჩომ განაცხადა, რომ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.