საბერძნეთში დაკარგული ქართველი, მარინა მახარაშვილი იპოვეს

  • 24 ივლისი 14:39, 2018 წელი

საბერძნეთში დაკარგული ერთ-ერთი ქართველი, მარინა მახარაშვილი, რომელსაც მეორე დღეა ეძებენ, იპოვეს.

ამის შესახებ მისი ახლობელი ია ნონიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


 


"ვიპოვეთ, მადლობა ყველას, ცოცხალია და კარგადაა, მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვედგა ამ ორი დღის განმავლობაში, საქართველო საკონსულოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დაგვიდგაა", - დაწერა ია ნონიაშვილმა.


 


საბერძენთში დაკარგულ ორ ქართველთან დაკავშირებით ინფორმაცია, ათენში საქართველოს საელჩომ გაავრცელა.


 


ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა.


ბოლო მონაცემებით დაღუპულია 50 ადამიანი, დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაკარგულია 12 ადამიანი.