ათენში საქართველოს საელჩო ორ მოქალაქესთან დაკავშირებას ვერ ახერხებს - განცხადება

  • 24 ივლისი 13:51, 2018 წელი

ათენში საქართველოს საელჩო, ათენის გარეუბანში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსულო საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშრებას ვერ ახერხებს.


საელჩოს საკონსულო სამსახური საბერძნეთის შსს-თან მათ ინტენსიურად ეძებს.


„გუშინდელი ღამის შემდეგ, საელჩოს ცხელ ხაზზე დამატებით შემოვიდა ორი ზარი, საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, რომლებთანაც ამ პირთა ოჯახები ვერ ახერხებენ დაკავშირებას. საელჩოს საკონსულო სამსახური ინტენსიურად ეძებს მათ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.


დღის 12 საათის მდგომარეობით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა და ჰოსპიტალიზირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან.


საელჩო განაგრძობს შემოსულ ზარებზე მყისიერ რეაგირებას და შექმნილი ვითარების ყოველსაათობრივ მონიტორინგს”,-ნათქვამია განცხადებაში.