ათენში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა

  • 24 ივლისი 11:31, 2018 წელი

ათენის გარეუბანში გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 156 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვია. დაშავებულთაგან 11 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.


ასევე მედიის ინფორმაციით, ხანძარი სანაპირო დასახლებებს ათენს და კორინფს გადაედო.


ხანძრის ჩაქრობაში ათობით მეხანძრე, სამი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენია ჩართული, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლის კონტროლზე აყვანა ვერ ხერხდება. ქვეყნის ხელისუფლებამ დახმარება სხვა ქვეყნებისგან უკვე ითხოვა.


საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენის დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.