ათენში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ ქართველებს მიმართავს

  • 24 ივლისი 11:22, 2018 წელი

ათენში საქართველოს საელჩო გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


„პირველი“ საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.


“ათენის ზოგიერთ გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც  შესაბამისი დახმარება გაეწიათ, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანაშრომლების მიერ ხანძრის ზონიდან გამოყვანილი იქნა.


მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელეთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე, რაზეც საქართველოს საელჩოს როგორც ყოველთვის მყისიერი რეაგირება ექნება”,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში..


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენის სიახლოვეს, ტყეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.