ათენში ტყის ხანძარი კონტროლს აღარ ექვემდებარება, ათობით დაღუპული და დაშავებულია

  • 24 ივლისი 09:47, 2018 წელი

ათენის მახლობლად ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ტელეარხი Alpha ავრცელებს.


დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოს პაპაეფსტაფიუ ადასტურებს.


ამასთან საავადმყოფოებში მოთავსებული ადამიანების რაოდენობა 69-ს აღწევს, მათი უმრავლესობა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.


ტელეარხის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. სანაპირო დაცვა ტურისტების 10-კაციან ჯგუფს ეძებს.


ტელეარხ ANT1-ის ეთერში ქალაქ რაფინას მერმა ევანგელოს ბურნისმა განაცხადა, რომ სულ მცირე 200 საცხოვრებელი სახლია დამწვარი.


Associated Press საბერძნეთის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურ წარმომადგენლის დიმიტრის ძანაკოპულოსზე დაყრდნობით წერს, რომ საბერძნეთმა დახმარება სხვა ქვეყნებს უკვე სთხოვა, რადგან სტიქიას ვერ უმკლავდება.


საბერძენთში ივლისის დასაწყისიდან ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსს აღწევს. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება.