2018 წელს სამუშაო ადგილებზე ტრავმების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა
- 16 ივლისი 10:41, 2018 წელი
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ ციფრები საგანგაშოა.
"2018 წელს პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად გარდაიცვალა 29 და მძიმედ დაშავდა 24. აქედან შახტებში გარდაცვლილია 11, ხოლო მძიმედ დაშავებულია 10 ადამიანი. კარიერებზე გარდაიცვალა 3, მძიმედ დაშავდა 2 ადამიანი", - განაცხადა პროფკავშირების შრომის ინსპექტორმა ნიკა კაკაშვილმა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, დღეს დილით, 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.