ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები ტყიბულში გაემგზავრნენ

  • 16 ივლისი 10:12, 2018 წელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე ტყიბულში გაემგზავრნენ, სადაც დღეს დილით ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მინდელის შახტში.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.


ტყიბულში ასევე გაემგზავრა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი სააგენტოს დირექტორის, გრიგოლ კაკაურიძის ხელმძღვანელობით.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს