ტყიბულში დაშავებული მეშახტეებიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია

  • 16 ივლისი 09:59, 2018 წელი

ტყიბულის საავადმყოფოში დაშავებული მეშახტეები მკურნალობას გადიან.

საავადმყოფოს მენეჯერის იური ელიაშვილის თქმით, საავადმყოფოში შეყვანილი 5 მეშახტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.


"ხუთი მეშახტე შემოიყვანეს დამწვრობებით, აქედან 1 ადამიანი უკვე გადავიყვანეთ თბილისში დამწვრობის ცენტრში, კიდევ 2 ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამ ორი პაციენტიდან კიდევ ერთი გადაგვყავს თბილისში, დანარჩენების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია", - განაცხადა იური ელიაშვილმა.


ტყიბულის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა.


მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.


გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა