გადარჩენილი მეშახტე ტრაგედიის დეტალებს იხსენებს

  • 16 ივლისი 09:53, 2018 წელი

ტყიბულში, ტრაგედიის ადგილზე, გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახის წევრები იკრიბებიან.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულები და გარდაცვლილები შახტიდან სხვა მეშახტეებმა ამოიყვანეს. 


„საშინელი ტრაგედია მოხდა ჩვენს თავს. 4 მკვდარია. 6 გამოვიყვანეთ ერთი საათია. ხმა არ გაგვიგია, ჰაერის დატრიალება ვიგრძენით სხვა უბანში, ჩვენი ათისთავი დაუკავშირდა დისპეტჩერს, უთხრეს, რომ პირველ უბანს ვერ უკავშირდებოდნენ. გავიქეცით იქ და დაგვხვდა ასეთი მდგომარეობა“, - ამბობს შახტის თანამშრომელი.


ტყიბულის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა.


მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.


გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა