ტყიბულის მაჟორიტარი: უმძიმესი დღე გვაქვს

  • 16 ივლისი 09:33, 2018 წელი

ტყიბულის მაჟორიტარი ელგუჯა გოცირიძე ტრაგედიის ადგილზე მიემგზავრება.

მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ტყიბულში დღეიდან გლოვის დღეები დაიწყება.


"გლოვის დღეები გვაქვს. გავიგე, რომ შემთხვევა მოხდა და არის მსხვერპლი, სხვა დეტალები არაფერი ვიცი, გზაში ვარ, მივემგზავრები ტყიბულში და როცა დამატებითი დეტალები მეცოდინება, გეტყვით," - განაცხადა მაჟორიტარმა.


ტყიბულის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა.


მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.