მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო

  • 16 ივლისი 09:08, 2018 წელი

მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

აღნიშნული სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება  3 წლამდე თავისუფლების არკვეთით.


ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა.