4 დაღუპული და 6 დაშავებული - ტყიბულის შახტში მორიგი ტრაგედია მოხდა

  • 16 ივლისი 09:04, 2018 წელი

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

დაშავებულები ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


მომხდარის დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.



ტყიბულის საქნახშირის ადმინისტრაცია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.


ტყიბულის შახტში მიმდინარე წელს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.