"ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი არ არის"
- სარკე
- 6 ივნისი 10:51, 2018 წელი
მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ხშირად ეკითხებიან, საიდან აქვს აქვს ამდენი ენერგია, რომ კვირაში 6 დღე დილის 8 საათიდან გვიან ღამემდე სულ აქტიური და თავის საქმეში ჩაფლული იყოს.
მისი პასუხია სწორი კვება და 7-8 საათიანი ძილი. მასზე როცა საუბრობენ, ხშირად აღნიშნავენ, რომ საქმეში საკმაოდ მკაცრია, მეწყვილისგან ძალიან ბერს ითხოვს, მაგრამ ეს ყველაფერი დარბაზში. მის მიღმა კი მეგობრული, თბილი და ყურადღებიანია.
გთავაზობთ ჟურნალ " სარკეს" ინტერვიუს ამონარიდს მოცეკვავე სალომე ჭაჭუასთან.
"ჩემთვის წარმოუდგენელია როცა ადამიანები იღვიძებენ 11:00 საათზე. ჩემი სფერო სპორტიც არის და ხელოვნებაც, ამიტომ მოითხოვს ასეთ რეჟიმს. დასვენების დღეებშიც 8 საატზე ვდგები, რადგან მივეჩვიე. ჩემი სამუშაო გრაფიკი ღამის 12 ან 1-ელ საათზე მთავრდება. დილით მივდივარ კრივზე, ბალეტზე ან იოგაზე, მერე სტუდიაში თვითონ ვვარჯიშობ, შემდეგ ბავშვებს ვამეცადინებ და ვამთავრებ 9 საათზე. მოსწავლეებს რომ გავუშვებ, ისევ მერე ვიწყებ ვაეჯიშს და ა.შ. კვირას ვისვენებ",-ამბობს სალომე ჭაჭუა.
პრიორიტეტს რომელს უფრო ანიჭებთ კარიერას თუ პირადს?
"თუ მამაკაცს გულისხმობთ, არავინაა ჩემს ცხოვრებაში, შესაბამისად, პრიორიტეტული არის კარიერა. როდესაც გამოჩნდება, არ ვიცი, რა როგორ იქნება"