2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 2 ივლისი 00:02, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი


თუ დიდი ხანია, ბავშვის შვილად აყვანაზე ფიქრობთ, ის დროა, განზრახვა სისრულეში მოიყვანოთ. ამჯერად ყველაფერი გამოვა. 
ამ დღეს განწყობას მხოლოდ კარგი მუსიკა აგიმაღლებთ. 
მოსალოდნელია დიდი ფულის ხარჯვა და მნიშვნელოვანი შენაძენი, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, სურვილები ცოტა დაიოკოთ.



კურო
ნუ იძუნწებთ, უთხარით ადამიანებს თბილი და კეთილი სიტყვები და ნახავთ, რომ პასუხად გაცილებით მეტს მიიღებთ. 
ნუ ელით საყვარელი ადამიანისგან ღირსეულ საქციელს. დღეს აშკარად სხვა დღეა. 
საეჭვო ცვლილებების ქარი ხვალ თქვენამდეც მოაღწევს.



ტყუპები
დღეს „ღრუბლებში ფრენის“ დროს შეგიძლიათ, საკუთარ ბედნიერებას ხელით შეეხოთ. 
თუ ფილმის ყურებას აპირებთ, კომედიური ჟანრი აირჩიეთ, რათა გონება დაასვენოთ. 
რაღაც ერთ საკითხზე ყურადღების კონცენტრაციას ვერ ახერხებთ, რამაც შეიძლება ბევრი შეცდომა გამოიწვიოს.



კირჩხიბი
თუ დიდი ხანია, რაღაც ექსკლუზიურს ეძებთ, დღეს აუცილებლად იპოვით. 
საყვარელ ადამიანს თქვენთვის მოყენებულ ტკივილს ვერაფრით პატიობთ. 
რაც არ უნდა მოხდეს, ყველა თქვენი ქმედება კარგად მოფიქრებული და გააზრებული უნდა იყოს.



ლომი
ლომებო, კარგი პერიოდია ისეთი მასშტაბური შენაძენისთვის, როგორიცაა ბინა ან მანქანა. 
შესაძლოა, ვიღაცამ ან რაღაცამ დღევანდელი გეგმები ჩაგიშალათ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ. შესაძლოა, ასე უკეთესიც იყოს. 
თავს ნუ იტყუებთ, რომ დედამიწა თქვენ გარშემო ტრიალებს. თქვენთვის სამწუხაროდ და სხვებისთვის სასიხარულოდ, ეს ასე არაა.



ქალწული
სპორტული შეჯიბრი იქნება თუ სახელოვნებო პროექტი, გუნდი, რომელშიც თქვენ ხართ, ნებისმიერ შეჯიბრში გაიმარჯვებს. 
ეცადეთ, ყველაფერში დადებითი დაინახოთ და წვრილმანებით გაიხაროთ. 
აკონტროლეთ საკუთარი ქცევები, თუ გსურთ, რომ მოგვიანებით, შედეგებზე არ ინერვიულოთ.



სასწორი
ეს დღე შესანიშნავია მაღაზიებში სასიარულოდ. გაგიმართლებთ, რადგან ხარისხიან ნივთებს დაბალ ფასში შეიძენთ. 
ვარსკვლავები არ გირჩევენ მთელი დღე იმაზე ფიქრს, რომ ფული არ გყოფნით, რადგან ფული ყოველთვის და ყველასთვის საკმარისი არ არის. შეეცადეთ, ისიამოვნოთ იმით, რაც გაქვთ. 
სამსახურში კოლეგები ეცდებიან, თქვენით იხელმძღვანელონ.



მორიელი
საყვარელი ადამიანი დათმობაზე წავა. 
თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, მაგრამ შეეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი ბიუჯეტი. შესაძლოა, თქვენ შესახებ უსიამოვნო ჭორი გაიგოთ.



მშვილდოსანი
ეს დღე შესანიშნავია საჩუქრების შესაძენად. 
ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს განსაკუთრებით ყურადღებით იყოთ. 
შესაძლოა, სხვადასხვა შეკითხვამ გაგაღიზიანოთ და თუკი არ გსურთ, დღე გაიფუჭოთ, შეეცადეთ, კორექტული და მომთმენი იყოთ, განსაკუთრებით კი ბავშვებთან.



თხის რქა
ამ დღეს შესაძლოა, ისეთი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენი ურთიერთობების განვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს. 
გამორიცხული არ არის, შემთხვევით იმ ადამიანსაც შეხვდეთ, რომლის დანახვაც არ გესიამოვნებათ. ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ თქვენი მთავარი ამოცანა კარგი განწყობის შენარჩუნებაა.



მერწყული
ამ დღეს ისეთ რამეს გააკეთებთ, რითიც იამაყებთ. 
კარგი იქნება, თუკი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მოწესრიგებას ცოტაოდენ დროს დაუთმობთ. მერწყულებო, კვალიფიკაციის ამაღლების შანსი გეძლევათ და ვარსკვლავები გირჩევენ, ამ შანსით ისარგებლოთ. 
სცადეთ, მოვლენებს სხვადასხვა რაკურსით შეხედოთ.



თევზები
თევზებს მზიანი განწყობა ექნებათ, რაც გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. 
იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი ფინანსური მდგომარეობა არცთუ ისე დამაკმაყოფილებელია, ამ დღეს შეგიძლიათ, საკუთარი თავი გაათამამოთ და საღამოს გართობაზე იფიქროთ. 
ვარსკვლავები არ გირჩევენ ვინმეს მოტყუებას, რადგან შესაძლოა, მოტყუებული თავად აღმოჩნდეთ.