რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა ეროვნული გამოცდების შესახებ

  • 1 ივლისი 20:02, 2017 წელი

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. 2017 წელსაც შარშანდელის მსგავსად  აბიტურიენტები გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ. მთელი საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს.

აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აფრთხილებს:


„ყველა აბიტურიენტს უმორჩილესად ვთხოვ, არაერთხელ წაიკითხოს საგამოცდო ბარათზე მოცემული ინფორმაცია, რადგან ზოგჯერ არის შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრს  ურევს. განსაკუთრებით თბილისში და ქუთაისში განაწილებულ აბიტურიენტებს ეხებათ ეს. ამიტომ, საგამოცდო ბარათზე დატანილი ინფორმაცია ძალიან დაკვირვებით მინდა ყველა აბიტურიენტმა წაიკითხოს. იქ მითითებულია ის კონკრეტული საგამოცდო ცენტრი სადაც უნდა გამოცხადდეს, მითითებულია მისამართი, მათთვის  მერიამ გამოყო დამატებითი ტრანსპორტი. როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ამის შესახებაც არის ინფორმაცია. მისამართთან ერთად ასევე დატანილია რუკა, როგორ უნდა მიაგნოს კონკრეტულ საგამოცდო ცენტრს. ყველა აბიტურიენტს უმორჩილესად ვთხოვ, არაერთხელ წაიკითხოს საგამოცდო ბარათზე მოცემული ინფორმაცია. არ აერიოს სესია, მივიდეს დროულად იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც აქვს მითითებული“, - აცხადებს მაია მიმინოშვილი.