რაში უხდით "სტაიანშიკს" ფულს?

  • facebook.com
  • 30 ივნისი 16:34, 2017 წელი

სოციალურ ქსელში "სტაიანშიკასა" და მძღოლს შორის თავსგადამხდარი სახალისო ისტორი ვრცელდება.

"ფალიაშვილზე მანქანას ვაჩერებდი, „სტაიანშიკი“ მეხმარებოდა, უცებ კუთხეში ახალგაზრდა ქალი და პატარა ბავშვი შენიშნა; ქუჩის გადაკვეთა უნდოდათ; მკერდზე „შვისტოკი“ ეკიდა, მოიცა ერთი წუთითო - ჯოხი აღმართა, სვისტოკში ჩაბერა, ქალბატონი ქუჩაზე გადააცილა და დამიბრუნდა პირზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა - იცოდა რომ, პატარა, მაგრამ კარგი საქმე გააკეთა და ბედნიერი იყო, მეც ბედნიერი ვიყავი და სავარაუდოდ ის ქალიც.


პ.ს. პირველად მივეცი „სტაიანშიკს“ ფული კითხვის - „ნეტა რაში ვაძლევ?!“ - ს, გარეშე."

სრული ვერსიის ნახვა facebook.com