პლასტიკის პარკების მწარმოებლებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოებასთან, იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის პროექტი გააცნეს.
თეთრ სახლის პრესსპიკერმა, შონ სპაისერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მზად არის ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთთან ითანამშრომლოს.
ირინა სარიშვილი "ციანიდის საქმეზე" საუბრობს და აცხადებს, რომ არც ერთი ბრალდების არ სჯერა, რომელიც მამა გიორგი მამალაძის მიმართ არის გამოთქმული. ამის შესახებ მან გადაცემა "პრიორიტეში" ისაუბრა.
სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა მამის, ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი კოლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს. ინფორმაციას ამის სესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
მამა თეოდორე გიგნაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოებამ მთლიანად ეკლესიაზე არ უნდა გადაიტანოს.
"ის, რომ ეს პატრიარქის მოწამვლას კი არა, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლას გეგმავდნენ "რუსთავის 2"-ის ვერსიაა, რომელიც არასერიოზულად მიმაჩნია"-განაცხადა ცურტავის მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა.
"ჩემი სახელის შელახვა უნდათ. ახლა მაკავშირებენ იმასთან, ქალმა როგორ უნდა მმართოს! კარგით რა... ამ სისულელის ალბათ თვითონაც არ სჯერა", - ასე უპასუხა მეუფე იაკობმა, მეუფე პეტრეს(ცაავა)განცხადებას.